ახალგაზრდა მრჩეველთა კლუბის დაკომპლექტება იწყება!

ახალგაზრდა მრჩეველთა კლუბის დაკომპლექტება იწყება!

  

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა!
ახალგაზრდა მრჩეველთა კლუბის დაკომპლექტება იწყება!

თუ თქვენ ხართ 14 დან 29 წლამდე ასაკის აქტიური ახალგაზრდა, ცხოვრობთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და გსურთ წვლილი შეიტანოთ ახალგაზრდული სფეროს განვითარებაში, მიიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიების დაგეგმვასა და ორგანიზებაში, ასევე გაქვთ სურვილი თქვენი იდეები და ინტერესები გააცნოთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებას და მისცეთ რეკომანდაციები ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ, ეს პროექტი თქვენთვისაა!

მინი ფეხბურთში ავღანეთში გმირულად დაღუპული მინდია აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა

მინი ფეხბურთში ავღანეთში გმირულად დაღუპული მინდია აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა

  დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლაში , მინი ფეხბურთში ავღანეთში გმირულად დაღუპული მინდია აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია პირველობა დასრულდა. ტურნირში მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლის ახალგაზრდები მონაწილეობენ, მათ შორის მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის №1 საჯარო სკოლის აღსაზრდელები. 
  სპორტულ ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის თანამშრომლები, ავღანეთში გმირულად დაღუპული მინდია აბაშიძის თანამებრძოლეები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. 

ახალგაზრდობის ცენტრში ხელსაქმის კურსები გრძელდება

ახალგაზრდობის ცენტრში ხელსაქმის კურსები გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ცენტრში ხელსაქმის შემსწავლელი კურსები გრძელდება. დღეს, 28 ოქტომბერს ცენტრში ახალგაზრდებმა დაამზადეს თოჯინა-ბალერინები. ეს ულამაზესი ხელნაკეთი ნივთები საჩუქრად გადაეცემა ,,თავისუფალ სივრცეს". შეხვედრას სულ 10 ახალგაზრდა ესწრებოდა. კურსს უძღვება მასწავლებელი ნათია ოსეფაიშვილი.

მაჭახლის ხეობაში ფოლკლორული ღონისძიება გაიმართა

მაჭახლის ხეობაში ფოლკლორული ღონისძიება გაიმართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ფოლკლორული ღონისძიები სხვადასხვა სოფლებში გრძელდება. მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს ზედა და ქვედა ჩხუტუნეთში რეწვის ოსტატებისა და ფოლკლორული ანსამბლების შემოქმედება იყო წარმოდგენილი. დამსწრე საზოგადოებას ულამაზეს მაჭახლის ხეობაში ტრადიციული კერძების დაგემოვნების საშუალებაც ჰქონდათ. ღონისძიება ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და ინიციატივით გაიმართა.

შეხვედრა ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით

შეხვედრა ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით

დღეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ავთანდილ მესხიძე და რუსლან ქორიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მიმღებ-გადამაუშავებელ საწამოების ხელმძღვანელებს, საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებს და მეციტრუსე ფერმერბს შეხვდნენ.

 ველომარათონი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

ველომარათონი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ველომარათონი ჩატარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. მარათონმა სტარტი სოფელ შარაბიძეების შესასვლელიდან აიღო და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდა. გამოვლინდა პირველ, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები.

"ექსპო 2016" -ზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა საკუთარი კუთხე წარმოადგინა

ქალაქ ბათუმში, ყინულის სასახლეში, კომპანია “GEONET EXPO–ს“ ორგანიზებით გაიმართება მე-6 საერთაშორისო აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა „Agro Batumi 2016“ გაიმართა. 
სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი რამდენიმე წელია აქტიურად არის ჩართული. მიმდინარე წელსაც გამგეობამ ტრადიციული კერძები, სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ხელნაკეთი ნივთები და ბუკლეტებით საკუთარი კუთხე წარმოადგინა.

კლუბების ანსამბლების დათვალიერება – კონკურსი

კლუბების ანსამბლების დათვალიერება – კონკურსი

  2017 წლის 28 მაისს, თხილნარის კულტურის ცენტრში ჩატარდა ხელვაჩაურის მუნიციალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურის სახლებისა და კლუბების ანსამბლების დათვალიერება – კონკურსი. აღნიშნული მიზნად ისახავს ანსამბლების ხელშეწყობას და მოტივაციის ასამაღლებასა და მათ წახალისებას.

ქორეოგრაფ ზურაბ ვარშანიძის 70 წლის იუბილე

ქორეოგრაფ ზურაბ ვარშანიძის 70 წლის იუბილე

  2017 წლის 26 აპრილს თხილნარის კულტურის სახლში აღინიშნა ღვაწლმოსილი ქორეოგრაფის,ზურაბ ვარშანიძის 70 წლის იუბილე. საღამო კულტურის ცენტრის შემოქმედებითმა ჯგუფებმა გაალამაზეს. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, აჭარის ქორეოგრაფიული საზოგადოების წარმომადგენლები მოწვეული სტუმრები და ხელვაჩაურში საქართველოს პარლამტის ბიუროს წარმომადგენლები. იუბილარმა ბიუროსგან და გამგეობისგან სიმბოლური საჩუქრები მიიღო. 
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ზურაბ ვარშანიძეს დიდხანს სიცოცხლეს და წარმატებებს უსურვებს!


ნადიმ ვარშანიძე კოალიცია შინმოვლის წარმომადგენელს შეხვდა

ნადიმ ვარშანიძე კოალიცია შინმოვლის წარმომადგენელს შეხვდა

   დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე კოალიცია შინმოვლა საქართველოში პროექტის აღმასრულებელ დირექტორს უჩა ვახანიას შეხვდა. კოალიციის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტს შესთავაზა ხელვაჩაურში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობისთვის შინმოვლის პროგრამა ამოქმედდეს. პროექეტის ფარგლებში პირველ რიგში დაგეგმილია ექთნების გადამზადება. ორგანიზაცია მუნიციპალიტეტს პროექტს უახლოეს მომავალში წარუდგენს, რომელსაც შესაბამისი სამსახური შეისწავლის. 
შეხვედრას გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი სოფიო მურვანიძე, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი დავით საფარიძე და ხელვაჩაურში საქართველოს პარლამენტის ბიურის წარმომადგენელი ვაჟა ბერიძე ესწრებოდა.