ხელვაჩაურის მკვიდრ რიგითებს მედლები გადასცეს

ხელვაჩაურის მკვიდრ რიგითებს მედლები გადასცეს

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ზვიად ხალვაშმა სტიქიასთან ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის რიგითებს მედლები გადასცა. ცინცაძე ამირანი სოფელ კირნათის, გიორგი ბასილაძე ჩიქუნეთის, ხოლო მერაბ დუმბაძე სოფელ განახლების მკვიდრები არიან. მათ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის დროს სტიქიური მოვლენებისას წლების მანძილზე თავდაუზოგავად იბრძოლეს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია დიდი მადლობას უხდოს გმირული და თავდაუზოგავი მამაცობისთვის ადგილობრივებს და მათ წარმატებებს უსურვებს!

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგ გარეშე სხდომა ჩატარდა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგ გარეშე სხდომა ჩატარდა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგ გარეშე სხდომა გაიმართა.

სხდომაზე დეპუტატებმა 1 საკითხს უყარეს კენჭი და კენჭისყრის შედეგად  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში ცვლილელბა შევიდა. 

ეკომიგრანტთა განაცხადების მიღება დაიწყო

ეკომიგრანტთა განაცხადების მიღება დაიწყო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში პირველ სართულზე ( მისამართი: ბათუმი,დიდაჭარის №23) ეკომიგრანტთა განცხადებების მიღება გრძელდება. განაცხადებების მიღება 2018 წლის 22 თებერვლის ჩათვლით იწარმოებს. კომისიის წევრები შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით განიხილავს ეკომიგრანტთა განცხადებებს. დოკუმენტაციის სრულყოფილად შესწავლის შემდეგ გადაწყდება რამდენ ბინიან სოციალურ სახლი აშენდება. 
ახალი სოციალური სახლი სავარაუდოდ კაპრეშუმში, უკვე არსებულ 2 სოციალური სახლის გვერდით აშენდება.

ახალშენი-ჯოჭოს გზის რეაბილიტაცია სრულდება

ახალშენი-ჯოჭოს გზის რეაბილიტაცია სრულდება

ხელმძღვანელმა პირებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალშენის გზა-ზედა ახალშენი ჯოჭო საავტომობილო გზის კმ3+600-კმ7+480 მონაკვეთზე (3880 მეტრზე) მიმდინარე ა/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. სამუშაოებს შ.პ.ს „გზები“ აწარმოებს და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 951 880 ლარს შეადგენს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო 56 გრძ.მ. გაბიონი, 37 გრძ.მ. ბეტონის კედელი, 390 გრძ.მ. რკინაბეტონის კიუვეტი და 150 გრძ.მ. ლითონის მილი. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება.

ტრენინგი ,,წვრილმანი ხულიგნობა-სამართლებრივი პასუხისმგებლობა

ტრენინგი ,,წვრილმანი ხულიგნობა-სამართლებრივი პასუხისმგებლობა"

2018 წლის 02 თებერვალს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ადგილობრივ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. სემინარის თემას ,,წვრილმანი ხულიგნობა-სამართლებრივი პასუხისმგებლობა და მოქალაქეობრივი თვითშეგნება" წარმოადგენდა. შეხვედრაზე განხილული იქნა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ადგილებში ჩადენილი მართლსაწინააღდეგო ქმედებების , სხვისი ნივთის ფარული დაუფლების/დაზიანების და სხვა კანონით დასჯადი ქმედებების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლით დადგენილი პასუხისმგებლობის სახეები. ყურადანღება იქნა გამახვილებული არასრულწლოვნების ასაკში ჩადენილ სამართალდარღვევების შემთხვევებზე და კანონით დადგენილ პასაუხისმგებლობის ზომებზე. 

განცხადება

განცხადება

დღეის მდგომარეობით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტაბილური მდგომარეობაა. ყველა საჯარო სკოლაში და საბავშვო ბაღში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. მაჭახლის ხეობაში თოვლის საფარი 10 სმ. აღწევს. გადაადგილების პრობლემა არ არის. ხელვაჩასურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეუზღუდავად მიეწოდება ელექტროენერგია. 
გუშინ სოფელ განთიადში 2 მეწყრული პროცესი განვითარდა, სადაც მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

 ჯუმბერ ვარდმანიძე სასმელი წლის პროექტის სამუშაოებს გაეცნო

ჯუმბერ ვარდმანიძე სასმელი წლის პროექტის სამუშაოებს გაეცნო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ მტირალა-ყოროლისთავის წყალსადენის გარდამავალი პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ამჯერად მერმა სოფელ კაპრეშუმში შესრულებული სამუშაობი შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
პროექტის განხორციელების შედეგად 2000-მდე ოჯახს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალი მიეწოდება. უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის ბიუჯეტდან 3 296 921 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „კლასიკ სტროი“ აწარმოეა.

მერი კაპრეშუმის მოსახლეობას შეხვდა

მერი კაპრეშუმის მოსახლეობას შეხვდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ კაპრეშუმში სოციალურ სახლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. ჯუმბერ ვარდმანიძეს ადგილობრებმა საცხოვრებლების ირგვლივ სკვერისა და მინი-მოედნის მოწყობა სთხოვეს. მერმა მოსახლეობას დაჰპირდა, რომ აღნიშნულ დასახლებაში ეტაპობრივად შესაბამისი ინფრასტრუქტურა განვითარდება.
სოფელ კაპრეშუმში 2 სოციალური სახლი მერიის დაფინანსებით აშენდა, სადაც 50 ეკომიგრანტს ბინები საჩუქრად გადაეცათ. 
მიმდინარე წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია რიგით მეოთხე სოციალური სახლის აშენებას კაპრეშუმში გეგმავს.

გავერთიანდეთ ენრიკო მამალაძის დასახმარებლად

გავერთიანდეთ ენრიკო მამალაძის დასახმარებლად

9 თებერვალს, 16 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, ენრიკო მამალაძის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
13 წლის ენრიკო მამალაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, მას თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინდა და საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება.
საქმელმოქმედო კონცერტში მონაწილეობენ:

ახალსოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ჯამბულ თავართქილაძე ახალსოფლის საბავშვო ბაღს ეწვია

ახალსოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ჯამბულ თავართქილაძე ახალსოფლის საბავშვო ბაღს ეწვია

ახალსოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯამბულ თავართქილაძე საკრებულოს განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან გურანდა დოლიძესთან ერთად ახალსოფლის საბავშვო ბაღს ეწვია და ბაღში აღმზრდელობით პროცესს დაესწრო.დეპუტატებმა ბაღში შეტანილ საკვები პროდუქტების ვარგისიანობასა და ხარისხსაც გაეცნენ.
დეპუტატები ახალსოფლის საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესსა და ინტელექტუალურ თამაშს "რა , სად, როდის" დაესწრნენ.