სოციალურ სახლთან დაკავშირებით კომისიის სხდომა გაიმართა

სოციალურ სახლთან დაკავშირებით კომისიის სხდომა გაიმართა

   ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ეკომიგრანტთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე წარუძღვა. კომისიის წევრებმა ბენეფიციარები განსახლების კრიტერუმის მიხედვით შეაფასეს.

  ამ ეტაპზე 35 ბენეფიციარი დაკმაყოფილდა. კომისიის წევრები ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობას კვლავ აგრძელებს.

 

ხელვაჩაურში შიდა სასოფლო გზების დაბეტონება აქტიურად გრძელდება

ხელვაჩაურში შიდა სასოფლო გზების დაბეტონება აქტიურად გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არმირებული წესით ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება აქტურად მიმდინარეობს. მზა ბეტონის გატანას სოფლებში ტენდერში გამარჯვებული კომპანია - „გეო-გრუპი“ აწარმოებს. სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლებთან ერთად. დღეს შიდა სასოფლო გზის ნაწილი ჭარნალში, ახალშენში და სარფში მოწესრიგდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით სოფლებში გატანილია 1500 კუბური მეტრი მზა ბეტონი. მიმდინარე წელს ხელვაჩაურის სოფლებში გზების კეთილმოწყობისთვის ორ მილიონამდე ლარი დაიხარჯება, აქედან მილიონ 400 ათასი ლარი აჭარის მთავრობამ გამოყო, რომელიც არმირებული წესით ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებაზე დაიხარჯება. 

ანონსი:

ანონსი:

    2018 წლის  12 აპრილს  12:00 საათზე ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში კოალიცია "მოძრაობა ცვლილებებისთვის" წარმომადგენელი ლია ტაბატაძე შეხვედრას გამართავენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მშობლებთან.
  შეხვედრის მიზანია მშობლების გაძლიერება, საჭიროებების გაანალიზება და ნიადაგის მომზადება იმისთვის რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდეს მშობელთა ძლიერი კავშირი.

საზღვრების გაფართოების მიზნით შექმნილი კომისიის სხდომა

საზღვრების გაფართოების მიზნით შექმნილი კომისიის სხდომა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საზღვრების გაფართოების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებმა დღეს მორიგი სხდომა გამართეს.
სხდომაზე იმსჯელეს იმ ტერიტორიებზე რომელთა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოქცევა უფრო ეფექტური და სასარგებლო იქნება მოსახლეობისათვის, ამიტომ ჯგუფის წევრებს დაევალათ მოსახლეობის გამოკითხვის მიზნით შექმნან სპეციალური ბლანკები და ჩატარდეს გამოკითხვა.
ცნობისათვის:ქალაქ ბათუმის საზღვრებში არსებული თამარ მეფის გამზირის მარჯვენა ნაწილის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მოქცევაა დაგეგმილი.
სამუშაო ჯგუფი მომავალ სხდომას 12 აპრილს გამართავს.

ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის სააქტო დარბაზში გაიმართა მინი სპექტაკლი

ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის სააქტო დარბაზში გაიმართა მინი სპექტაკლი

დღეს  ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის სააქტო დარბაზში გაიმართა მინი სპექტაკლი , რომელშიც ასახული იყო 9 აპრილს მომხდარი მოვლენები, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცის დარბევის მოვლენებზე. სპექტაკლი დაიდგა ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის წევრების მონაწილეობით. დამდგმელი რეჟისორი აჩიკო გოგუაძე.

ხელვაჩაურში 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

ხელვაჩაურში 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

დღეს, 9 აპრილს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდრებარე ტერიტორიაზე არსებული 9 აპრილის მემორიალის ყვავილებით შეამკეს მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა. ოფიციალურმა პირებმა და ადგილობრივებმა პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას. საზოგადოების წინაშე მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ 29 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენა. მისი შეფასებით, ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში თავისუფლებისთვის ბრძოლისა და ერთიანობის დღეა.

დღესვე ღია ცის ქვეშ 9 აპრილის თემატიკაზე ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით ფოტოგამოფენა მოეწყო. 

9 აპრილის მემორიალური დაფა გაიხსნა ჭარნალში

9 აპრილის მემორიალური დაფა გაიხსნა ჭარნალში

9 აპრილის მემორიალური დაფა გაიხსნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში. ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან და  აჭარის უმაღლეს საბჭოში ხელვაჩაურის მაჟორიტარ დეპუტატთან მერაბ კარანაძესთან ერთად დაესწრო.

 უნდა აღინიშნოს,რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის გვერდით 9 აპრილის მეორიალი წლებია განთავსებულია. სოფელ ჭარნალში კი რიგით მეორე მემორიალური დაფა ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით გაიხსნა.

2018 წლის 9 აპრილს 11:00 საათზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის გვერდით გაიმართება 9 აპრილის მემორიალის პატივმიგების ცერემონია

2018 წლის 9 აპრილს 11:00 საათზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის გვერდით გაიმართება 9 აპრილის მემორიალის პატივმიგების ცერემონია

ხვალ, 9 აპრილს 11:00 საათზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდრებარე ტერიტორიაზე არსებული 9 აპრილის მემორიალის ყვავილებით შემკობის ცერემონია გაიმართება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს წარმომადგენლები პატივს მიაგებენ გმირების ხსოვნას. ასევე ღია ცის ქვეშ 9 აპრილის თემატიკიაზე ფოტოგამოფენა მოეწყობა. 
12:00 საათზე კი სოფელ ჭარნალში 9 აპრილის მემორიალი გაიხსნება.


სააღდგომოდ საჩუქრად 7 მარტოხელა დედას 300–300 ლარი ჩაერიცხა

სააღდგომოდ საჩუქრად 7 მარტოხელა დედას 300–300 ლარი ჩაერიცხა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ ჯუმბერ ვარდმანიძემ სოფელ ზანაქიძეებში მცხოვრებ მარტხელა დედას ლამზირა ფარტენაზეს წინასწარ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. მერმა ოჯახს სიმბოლურად სააღდომო ტკბილეული და 300 (სამასი)ლარის ოდენობის თანხა გადასცა საჩუქრად. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 7 მარტოხელა დედას ანგარიშზე 300-300 ლარი ჩაერიცხათ. უნდა აღინიშნოს ისიც , რომ ამჟამად მერიის შესაბამისი სამსახური მარტოხელა დედებისთვის განკუთვნილ მიზნობრივ პროგრამაზე მუშაობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ასევე უფასო სასადილოს 49 ბენეფიციარებს გადაეცა სააღდგომო ნობათი.