იურიდიულ-საპროცედურო და საფინანსო-ეკონომიკური საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომის დღის წესრიგი
24 აპრილს 16 საათზე იურიდიულ-საპროცედურო და საფინანსო-ეკონომიკური საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა ჩატარდება.
სხდომის დღის წესრიგი
ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა 8 საკითხზე იმსჯელეს
დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ჩატარდა,სხდომაზე ბიუროს წევრებმა 8 საკითხზე იმსჯელეს. ერთერთ საკითხად სხდომაზე წარდგენილი იქნება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის მომზადების ორგანიზებისათვის დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ. აღნიშნულმა სამუშაო ჯგუფმა გამართა სამი სამუშაო სხდომა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ ტერიტორიების დადგენა რომლებიც ქალაქის მუნიციპალიტეტის საზღვრებიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მოექცევა.
ბიუროს სხდომა 23 აპრილს 13 საათზე ჩატარდება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ჩატარდება 23 აპრილს 13 საათზე.
ბიუროს სხდომაზე ბიუროს წევრები შემდეგ საკითხებზე იმსჯელებენ:
მუნიციპალიტეტმა ერთჯერადი სტიპენდია 29 სტუდენტს გადასცა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბაკალავრის საფეხურზე მყოფი სტუდენტები ერთჯერადი სტიპენდიით კიდევ ერთხელ დააფინანსა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 29 სტუდენტმაა დააკმაყოფილა ის
კრიტერიუმები, რომელიც სპეიალურად შექმნილმა კომისიამ შეისწავლა. შესაბამისად სტუდენტებს 500 ლარის ოდენობით ფულადი თანხა ჩაერიცხებათ.
საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლის შეხვედრა ხელვაჩაურში
ჭარნალში გზების დაბეტონების პროცესს საკრებულოს წევრი სულხან დუმბაძე გაეცნო
სოფელ ჭარნალში შიდა სასოფლო გზებზე ბეტონის საფარის დასხმის პროცესს საკრებულოს წევრი სულხან დუმბაძე, მერის წარმომადგენელთან ნუგზარ აბაშიძესთან ერთად გაეცნო. ამჟამად სოფელ ჭარნალში 150 კბმ ბეტონია დასხმული,გზებზე ბეტონის დასხმის პროცესი გრძელდება.
საკრებულოს მორიგი სხდომა 25 აპრილს ჩატარდება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდება მიმდინარე წლის 25 აპრილს, 12 საათზე. საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში. საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია დაიწყება 11 - საათიდან.
სხდომის დღის წესრიგი
2018 წლის 23 აპრილს, 16:00 საათზე საჯარო ლექცია თემაზე: მხატვრული ლიტერატურის დანიშნულება, წიგნი და საავტორო უფლებები ჩატარდება
2018 წლის 23 აპრილს, 16:00 საათზე ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: ,,წიგნი და საავტორო უფლებები". შეხვედრაზე ახალგაზრდებთან ერთად განიხილება: მხატვრული ლიტერატურის დანიშნულება, წიგნის როლი პიროვნების განვითარების პროცესში, საავტორო უფლებების დაცვა და საკანონმდებლო რეგულირება.
საჯარო ლექციას წარუძღვება გამომცემლობისა და წიგნების მაღაზიის ,,წიგნები ბათუმში" თანადამფუძნებელი, პროფესიით იურისტი-ირაკლი ბაკურიძე
საკონტაქტო ინფორმაცია: 599851457, 599851456
ბაღის აღსაზრდელების თვალით დანახული დედა ენის დღე
ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების ორგანიზებით დედა ენის დღესთან დაკავშირებით ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა და პეგადაგოგებმა მიიღეს მონაწილეობა.პატარებმა საკუთარი თვალით დანახული საქართველო, ქართული ენა და ქართული პოეზია წარუდგინეს მაყურებელს.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე, მოადგილე მალხაზ სალვარიძე, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გურანდა დოლიძე და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ახალსოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ჯამბულ თავართქილაძე გზების დაბეტონების პროცესს გაეცნო
ახალსოფელში შიდა სასოფლოს გზაზე ბეტონის საფარის დაგების პროცეს ახალსოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ჯამბულ თავართქილაძე გაეცნო. ახალსოფელში კომენდატურის უბანში დღეს შიდა სასოფლო გზა 70კბმ ბეტონის საფარით დაესხა.