შეხვედრა სამარშრუტო ხაზების მძღოლებთან ხელვაჩაურის მერიაში

შეხვედრა სამარშრუტო ხაზების მძღოლებთან ხელვაჩაურის მერიაში

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე მერიის სააქტო დარბაზში #51, #56 და #57 სამარშუტო ხაზების მძღოლებს შეხვდა. აღნიშნული სამარშუტო ხაზები მოიცავს მარშუტს ბათუმის ცენტრალური ბაზრიდან ზანაქიძეების, შარაბიძეების და ხელვაჩაურის სოფლების მიმართულებით. 

სამუშაო შეხვედრა სტუდენტთა წახალისების პროგრამის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა სტუდენტთა წახალისების პროგრამის ფარგლებში

დღეს, ხელვაჩაურის მერიაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სტუდენტთა წახალისების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც მერის მოადგილე კახაბერ ფუტკარაძე გაუძღვა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა, 2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შედეგები ამ დროისთვის უკვე ცნობილია.

შეხვედრა CENN - ის წარმომადგენელთან ხელვაჩაურის მერიაში

შეხვედრა CENN - ის წარმომადგენელთან ხელვაჩაურის მერიაში

დღეს, ხელვაჩაურის მერიის სხდომათა დარბაზში გარემოს დამცველებთან და მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ შეხვდრაზე, დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის აუცილებლობაზე ისაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე, რომელიც ნარჩენებით გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით დაიწყო.

ექსკურსია რაჭაში, ინტელექტკლუბი-2018

ექსკურსია რაჭაში, ინტელექტკლუბი-2018

1 სექტემბერს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ინტელექტკლუბის წევრები, ინტელექტუალური თამაშის ,,რა სად როდის" ფინალში საპრიზო ადგილებზე გასული ხუთი გუნდი იმყოფებოდა ექსკურსიაზე რაჭასა და ქუთაისში. 

ორთაბათუმის საბავშვო ბაღის მშენებლობა დასასრულ ფაზაშია

ორთაბათუმის საბავშვო ბაღის მშენებლობა დასასრულ ფაზაშია

ორთაბათუმის საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესს ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე მოადგილესთან კახაბერ ფუტკარაძესთან და მშენებლობის ზედამხედველთან ერთად გაეცნო. ამჟამად, მიმდინარეობს ბაღის ეზოს მოპირკეთება. შეგახსენებთ, აღნიშნული პროექტის სახელშეკრულებო თანხა შეადგენს 194 190 ლარს. 
ობიექტის მშენებლობა დასასრულ ფაზაშია.ობიექტის მშენებლობა დასასრულ ფაზაშია.

სამუშაო შეხვედრა ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებთან

სამუშაო შეხვედრა ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებთან

დღეს, ხელვაჩაურის მერიის სხდომათა დარბაზში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრაზე იყო განხილული რამოდენიმე საკითხი, მათ შორის: ბაღებში პანდუსების მოწყობა, სატრანსპორტო მომსახურებით უზრუნველყოფა, თანამშრომლების გადამზადება და ბაღების ახალი სასწავლო წლისათვის მზაობა.

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის წევრების ექსკურსია ზუგდიდში

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის წევრების ექსკურსია ზუგდიდში

29 აგვისტოს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის წიგნის კითხვის კლუბის აქტიური წევრებისთვის წამახალისებელი ექსკურსია მოეწყო ზუგდიდში. ახალგაზრდებმა დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში საგამოფენო სივრცეები ,,დადიანები“ და ,,საგანძური“ მოინახულეს.

ახალშენში კულტურის სახლის რეაბილიტაცია გრძელდება

ახალშენში კულტურის სახლის რეაბილიტაცია გრძელდება

ახალშენის კულტურის სახლში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი - ჯუმბერ ვარდმანიძე მოადგილესთან კახა ფუტკარაძესთან ერთად გაეცნო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის საკონცერტო დარბაზის და სცენის მოწყობა.

პროექტის

პროექტის "აწარმოე საქართველოში" პრეზენტაცია ხელვაჩაურის მერიაში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტს 2018 წელს ახალი პირობებით განაგრძობს. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში მერიის თანამშრომლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა. 

აჭარის 2018 წლის ღია ჩემპიონატი ოფროუდში

აჭარის 2018 წლის ღია ჩემპიონატი ოფროუდში

მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში გაიმართა აჭარის ღია ჩემპიონატი ოფროუდში. შეჯიბრში მონაწილეობდა 25- მდე შესაბამისად აღჭურვილი, მაღალი გამავლობის ავტომობილი. ღონისძიება ჩატარდა აჭარის ოფროუდის ფედერაციის ორგანიზებით და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით.