ახალშენის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქველმოქმედო აქცია გამართა

ახალშენის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქველმოქმედო აქცია გამართა

დღეს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ მინდია დიასამიძემ წინა საახალწლოდ სოფელ ხე ღრუში მცხოვრებ 9 სულიან ოჯახს ფულადი საჩუქარი და საახალწლო ტკბილეული მიუტანა.დეპუტატმა ფულადი დახმარება მიღებული თანამდებობრივი სარგოდან გაიღო. დღესვე მაჟორიტარი სოფელ ახალშენში მცხოვრებ მრავალშვილიან, კორძაიების ოჯახს ეწვია და მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. მინდია დიასამიძემ დავითაძეეების მრავალსულიანი ოჯახიც მოინახულა. წინა საახალწლოდ მაჟორიტარმა თითოეულ ოჯახს საახალწლო ნობათთან ერთად 200-200 ლარი გადასცა.

საკრებულოს თავმჯდომარე წარმატებულ მოსწავლეებს შეხვდა

საკრებულოს თავმჯდომარე წარმატებულ მოსწავლეებს შეხვდა

23 დეკემბერს ქ.თბილისში შავი ზღვის უნივერსიტეტში OLYINFO-ს დასკვნითი ტური გაიმართა, რომელშიც თხილნარის N1 სკოლის 10 მოსწავლე მონაწილეობდა, ოლიმპიადაზე მურად ნაკაშიძემ მეორე ხარისხის დიპლომი, მახარე მახარაძემ და დაიანა დიდმანიძემ მესამე ხარისხის დიპლომები, ხოლო კიდევ ექვსმა მოსწავლემ საუკეთესო ათეულის დიპლომები მიიღეს. გამარჯვებულ მოსწავლეებს საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე და კომისიის თავმჯდომარეები შეხვდნენ, დეპუატებმა გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. წარმატებული მოსწავლეების პედაგოგი და ინფორმატიკის მასწავლებელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, აგრარულ და გარემოს დაცვისა კომისიის თავმჯდომარე მინდია დიდმანიძეა.

პროფკავშირებმა საჯარო მოხელეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

პროფკავშირებმა საჯარო მოხელეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

ხელვაჩაურის პროფესიულმა გაერთიანებამ მუნიციპალიტეტში დასაქმებულებს დამდეგი ახალი წელი ტკბილეულითა და ტრადიციული სასმელით მიულოცა.სადღესასწაულო ტკბილეულის ნობათი ხელვაჩაურის პროფესიული გაერთიანების ხელმძღვანელმა ნარგიზ ციმნარიძემ დღეს 280 საჯარო მოხელეს გადასცა. ანალოგიურ ღონისძიებები გაზაფხულის დღესასწაულთან, საახალწლოდ და საშობაოდ პროფკავშირების ინიციატივითა და ორგანიზებით ყოველწლიურად ხორციელდება.

საქველმოქმედო აქცია - „ვიზრუნოთ ერთმანეთისათვის“

საქველმოქმედო აქცია - „ვიზრუნოთ ერთმანეთისათვის“

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახს, საახალწლოდ საჩუქრები გადაეცათ.კომპანია „მეტრომ’’ და რესტორანმა „BK“ საახალწლოდ საქველქმოქმედო აქცია დაიწყო - „ვიზრუნოთ ერთმანეთზე’’. აქციის მიზანია ერთად ვაკეთოთ სიკეთე და დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა და დახმარება.

საახალწლო სპექტაკლის ჩვენება ხელვაჩაურში

საახალწლო სპექტაკლის ჩვენება ხელვაჩაურში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში წინა საახალწლო საზეიმო ღონისძიებები გრძელდება. დღეს საახალწლო სპექტაკლის ჩვენაბა გაიმართა კულტურის ცენტრში, რომელმაც პატარების დიდი მოწონება დაიმსახურა. სპექტაკლში ამავე ცენტრის შემოქმერდებითი დასი მონაწილეობდა. ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გურანდა დოლიძე და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფოროსი ქეთევან დევაძე ესწრებოდა. 

საშობაო კონცერტი ჩატარდა ხელვაჩაურის სახელოვნებო სკოლაში

საშობაო კონცერტი ჩატარდა ხელვაჩაურის სახელოვნებო სკოლაში

საშობაო კონცერტი ჩატარდა ხელვაჩაურის სახელოვნებო სკოლაში, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ ხელვაჩაურის სახელოვნებო სკოლის, ახალშენისა და მახინჯაურის სტრუქუტურული ერთეულის მოსწავლეები. საღამოზე სხვადასხვა მუსიკალური ნომერი გაჟღერდა. პროგრამაში წარმოდგენილი იყო, საესტრადო, ფოლკლორული, საორკესტრო და ასევე კლასიკური ნაწარმოებები. საზეიმო კონცერტს ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე სკოლის დირექცია, პედაგოგები და მშობლები.

წინა საახალწლო ღონისძიებების ანონსი

წინა საახალწლო ღონისძიებების ანონსი

25-29 დეკემბერი - საახალწლო შემეცნებითი აქტივობები ხელვაჩაურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში (15 ბაღი).
26 დეკემბერი - 12:00 საათი - ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანებული საახალწლო ღონისძიება. მის: ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის დარბაზი. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №25.
26 დეკემბერი - 15:00 საათი - ხელვაჩაურის სახელოვნებო სკოლების საახალწლო ღონისძიება. მის: ხელვაჩაურის სახელოვნებო სკოლის დარბაზი. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №16, ჩიხი №1.

კონკურსანტთა  საყურადღებოდ

კონკურსანტთა საყურადღებოდ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული გამარტივებული კონკურსიის მეორე ეტაპი(გასაუბრება) გაიმართება მიმდინარე წლის 27 დეკემბერს 12: 00 საათზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის  ადმინისტრაციულ შენობაში.

მისამართი: ქ. ბათუმი დიდაჭარის № 23.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა თანამშრომლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა თანამშრომლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ  მერიისა და ხელვაჩაურის საკრებულოს თანამშრომლებს დამდეგი შობა - ახალ წელი მიულოცა და მათ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „მადლობას გიხდით იმ საქმისთვის, რომელსაც ყოველდღიურად აკეთებთ. 

წინა საახალწლო ღონისძიებების გეგმა

წინა საახალწლო ღონისძიებების გეგმა

წინა საახალწლო ღონისძიებები 