გაერთიანებული კომისიების სხდომაზე სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს

გაერთიანებული კომისიების სხდომაზე სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს

დღეს საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხთა, სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა  და ინფრასტრუქტურის საკითხთა და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიების  გაერთიანებული სხდომა ჩატარდა.

სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 6 საკითხს უყარეს კენჭი.

სხდომაზე პირველივე საკითხად მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. საკითხის მომხსენებლებმა დეპუტატებს    2018 წელს  ინფრასრტუქტურული, სოციალური დაცვის,  ჯანმრთელობის, განათლების, კულტურისა და სპორტის შესახებ დაგეგმილი ღონისძიებები  და პროგრამები გააცნეს.

სხდომას   სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა  და ინფრასტრუქტურის საკითხთა  კომისიის თავმჯდომარე იოსებ ბოლქვაძე უძღვებოდა.

კომისიის სხდომებს   საკრებულოს 18  წევრი ესწრებოდა.

 

 

კომისიის თავმჯდომარეებმა  დღეს სხდომები გამართეს

კომისიის თავმჯდომარეებმა დღეს სხდომები გამართეს

დღეს საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიების  გაერთიანებული სხდომა ჩატარდა.

სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 6 საკითხს უყარეს კენჭი.

სხდომაზე პირველივე საკითხად მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. საკითხის მომხსენებლებმა დეპუტატებს    2018 წელს  ინფრასრტუქტურული, სოციალური დაცვის,  ჯანმრთელობის, განათლების, კულტურისა და სპორტის შესახებ დაგეგმილი ღონისძიებები  და პროგრამები გააცნეს.

სხდომას  საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის ტავმჯდომარე ვახტანგ ლორთქიფანიძე თავმჯდომარეობდა.

 

ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის    საკრებულოს განცხადება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება

 

2017 წლის 24 ნომემბერს 14-00  საათზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის  2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.

ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დარბაზში ჩატარდება.

მისამართი: ქ. ბათუმი დიდაჭარის ქ. #25

დასწრება თავისუფალია.

 

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 

21 ნოემბერს  ახალი მოწვევის საკრებულომ ბიუროს სხდომა ჩაატარა

21 ნოემბერს ახალი მოწვევის საკრებულომ ბიუროს სხდომა ჩაატარა

ბიუროს სხდომაზე  დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს.მათ შორის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი იყო, განხილვისას  მომხსენებლებმა მუნიციპალიტეტის პროგრამებზე ისაუბრეს და მომავალ წელს დაგეგმილ სხვადასხვა პროეტებზე  გააკეთეს მოხსენება.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ ნადიმ ვარშანიძემ აღნიშნა  2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი  მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოგვარებას მოხმარდება.

აქვე გაცნობებთ, რომ მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტი 14 მილიონ 774 080 ლარია,  სადაც 6 მილიონ 057 999 ლარი ინფრასრტუქტურული პროექტების განსახორციელებლადაა  გათვალისწინებული. 

          საკრებულოს პირველივე სხდომაზე კომისიებიც დაკომპლექტდა

საკრებულოს პირველივე სხდომაზე კომისიებიც დაკომპლექტდა

ახალი მოწვევის საკრებულოს პირველივე სხდომაზე დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით აირჩიეს საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეები.

იურიდიულ და საპროცედურო კომისიის თავმჯდომარედ პროფესიით იურისტი, წინა მოწვევის საკრებულოში იგივე თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილების მქონე ვახტანგ ლორთქიფანიძე საკრებულოს წევრებმა 17 ხმით არცერთის წინააღმდეგ აირჩიეს.

დღეიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნადიმ ვარშანიძე უხელმძღვანელებს

დღეიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნადიმ ვარშანიძე უხელმძღვანელებს

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.საკრებულოს სხდომაზე სამუშაო გეგმით 18 საკითხი იყო გათვალისწინებული. სხდომა ხელვაჩაურის  #83 საოლქო- საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ომარ ვარშანიძემ გახსნა, რომელმაც 21 ოქტომბერს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნების შესახებ  მოხსენება გააკეთა და სხდომის თავმჯდომარედ უხუცესი საკრებულოს წევრი თეიმურაზ შამილაძე მიიწვია.

2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი განსახილველად საკრებულოს წარედგინა

2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი განსახილველად საკრებულოს წარედგინა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი  შემდგომი განხილვის მიზნით 15 ნოემბერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინა.

 

 

 

 ხელვაჩაურის მერი ზედა ჯოჭოში ხიდის მშენებლობის პროცესს გაეცნო

ხელვაჩაურის მერი ზედა ჯოჭოში ხიდის მშენებლობის პროცესს გაეცნო

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ზედა ჯოჭოში კაპიტალური ხიდის მშენებლობის პროცესს გაეცნო.სოფელში სამუშაოები 2 კვირის წინ დაიწყო, სადაც ადგილობრივებია დასაქმებული. ზედა ჯოჭოში აღნიშნული ხიდი 30 ოჯახს მოემსახურება. 
პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 39 777 ლარია გამოყოფილი. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ M M T” აწარმოებს. 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კიდევ 50 მოქალაქეს მიენიჭა სტატუსი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კიდევ 50 მოქალაქეს მიენიჭა სტატუსი

  საქართველოს კანონის ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის N591 დადგენილების საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილმა ,,მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებთა   სტატუსის მართვის საბჭომ“  2017 წლის 10 ნოემბერს რიგით N16 სხდომაზე განიხილა 50 მოქალაქის განცხადება - სტატუსის მინიჭების თაობაზე და გაუწია დადებითი რეკომენდაცია. აღნიშნული საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ 2017 წლის 10 ნოემბერს გამოსცა შესაბამისი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები სტატუსის მინიჭებაზე: