უხუცესთა ანსამბლ ,,მაჭახელას" წევრი ზაქრო ფერცელიძე გარდაიცვლა. იგი იყო მაჭახლური მუსიკალური ფოლკლორის მცოდნე და შემსრულებელი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები ზაქრო ფერცელიძის გარდაცვალების გამო თანაუგრძნობენ ოჯახს.
ზაქრო ფერსელიძე დაიბადა 1930 წელს სოფელ ზედა ჩხუტუნეთში. სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ მუშაობდა ამავე სოფლის სამხედრო დაწესებულებაში, დურგლად.
ბავშვობიდან ჩართული იყო გასართობ კულტურულ ღონისძიებებში. მოხუცებთან ერთად ნადში მუშაობის დროს შეისწავლა ძირძველი სიმღერები, რომლებიც დღემდე მოიტანა.
დამზადებული ქონდა მუსიკალური ინსტრუმენტი და სხვადასხვა სახის რეწვის ნიმუშები.
1969 წლიდან მღეროდა ანსამბლ ,,მაჭახელაში“ . გარკვეულ პერიოდში ხელმძღვანელობდა აღნიშნულ ანსამბლსაც. ყავს 4 შვილი, 8 შვილიშვილი და 1 შვილთაშვილი.
აღსანიშნავია რომ მამის გზას თაობები აგრძელებს და ისინი ცნობილი არიან როგორც ფერსელიძეების მუსიკალური ოჯახი.