უხვი ნალექის შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების შემდეგ, აქტიურად გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები.
ხელვაჩაურში ჯამში 40-მდე მეწყრული კერა დაფიქსირდა. მიწის მასები ჩამოწვა საცხოვრებელ სახლებთან და სავტომობილო გზებზე. დაზიანდა ბუნებრივი აირის მილები, რის გამოც გაზის მიწოდება შეუწყდა 10-მდე ოჯახს.
შესაბამის სამსახურებთნ ერთად, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერის მოადგილეები კახაბერ ფუტკარაძე და არჩილ ბარამაძე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მობილიზებულია 7 ერთეული მძიმე ტექნიკა (ტრაქტორი), რომლებიც უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ გაწმენდით სამუშაოებს. სტიქიით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი სახლების მდგომარეობას სწავლობს მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია და გეოლოგიური სამსახური.
გაწმენდითი სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება, დღესვე აღდგება გაზის მიწოდება ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი ოჯახებისათვის.