ბათუმი 2017 წლის 12-14 მაისს, სასტუმრო ,,შერატონში’’,, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-10 საერთაშორისო საიუბილეო გამოფენას "EXPO BATUMI 2017" -ს მასპინძლობს. სამდღიანი გამოფენის ორგანიზატორი კომპანია „ექსპო ბათუმია". ის საქართველოში ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საგამოფენო კომპანიაა, რომელიც რეგიონში ამ სფეროს განვითარებას უწყობს ხელს.

გამოფენა ფართო მასშტაბის მატარებელია, წელს 10 - მდე ქვეყნის 20 კომპანია მონაწილეობს. "EXPO BATUMI 2017" წლიდან წლამდე უფრო მიმზიდველიდა შედეგის მომტანი ხდება. გამოფენაში,როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები,სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება სარეკლამო, საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები მონაწილეთათვის და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან. ,,EXPO BATUMI 2017" -ზე მოსულ ვიზიტირებს ელოდებათ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით უამრავი სიურპრიზი.

,,EXPO BATUMI 2017" -ის მხარდამჭერია აჭარის ა.რ. მთავრობა, ბათუმის მერია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია. მედია მხარდამჭერი: ,,აჭარის ტელევიზია’’, 25-ე არხი, გაზეთი ,,აჭარა’’.

გამოფენა ოფიციალურად 12 მაისს 12:00 საათზე გაიხსნება.