ხელვჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - კახა ფუტკარაძე, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებთან და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის აუზისა და ცენტრალური მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ამ დროისათვის გაჭრილია წყლის მაგისტრალის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი. რთული რელიეფიდან გამომდინარე პროექტით გათვალისწინებული ე.წ. ,,კაპტაჟებამდე’’ მისასვლელი გზის გაყვანა მოითხოვს ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების ჩატარებას. აღნიშნული სამუშაოები ხორციელდება პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, რომლის ღირებულება შეადგენს 1 622 000 ლარს.