წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი შეუერთდა. გაიმართა შეხვედრა თემაზე: ,, შემოქმედებითი წერა", რონელსაც ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის მოწვევით, ახალგაზრდა მწერალი თენგო დოლიძე უძღვებოდა. შეხვედრის ფარგლებში, ასევე, დამსწრე ახალგაზრდებმა წაიკითხეს ამონარიდები და ფრაზები თავიანთი საყვარელი წიგნებიდან. შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 45 ახალგაზრდა ესწრებოდა.