2017 წლის 11 ნოემბერს, 12:00 დან 15:30 საათამდე, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ჩატარდება ტრენინგი, რომლის თემაც იქნება "კონფლიქტების მართვა". ტრენინგზე დასწრების უფლება აქვთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14 დან 20 წლამდე მოზარდებსა და ახალგაზრდებს.
ტრენინგს ჩაატარებს მოწვეული ტრენერი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტ. პროფესორი ნატო შეროზია.
დარეგისტრირებული კანდიდატებისთვის ტრენინგზე დასწრება აუცილებელია.
რეგისტრაციის ვადები: 07 დან 10 ნოემბრის ჩათვლით. ადგილები შეზღუდულია.