დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში პროექტის ,,თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობების ჩართულობით“ ფარგლებში სემინარი ჩატარდა.

სემინარი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ტარდება და მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობა, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება წინასაარჩევნო პერიოდში, ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივი გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა. ტრენინგს გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლობებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისათვის.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ტრენინგს ჩატარეს ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აჭარა-გურია-ფოთის რეგიონულმა ხელმძღვანელმა მადონა ბერიძემ და ამავე ორგანიზაციის ქედის კოორდინატორმა ვლადიმერ თებიძემ. აღნიშნული პროექტი ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.