დღეს ახალსოფლის სპორტსკოლაში ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჩემპიონატში გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
ბერძნულ -რომაულ ჭიდაობაში გამარჯვებულები საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის წევრმა და ახალსოფლის მაჟორიტარმა ჯამბულ თავართქილაძემ დააჯილდოვა.

გუნდურ შეჯიბრში პირველი ადგილი ჭარნალის გუნდმა დაიკავა.
მე-2 ადგილი მახოს გუნდმა, ხოლო მესამე ადგილი კი ხელვაჩაურის გუნდა მოიპოვა.

საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისია აგძელებს მსგავს ღონისძიებებში ჩართულობას.