ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ეკომიგრანტთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე წარუძღვა. კომისიის წევრებმა ბენეფიციარები განსახლების კრიტერუმის მიხედვით შეაფასეს.

ამ ეტაპზე 35 ბენეფიციარი დაკმაყოფილდა. კომისიის წევრები ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობას კვლავ აგრძელებს.

კომისია დაკომპლექტებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით.
მიმდინარე წელს რიგით მეოთხე სოციალური სახლის მშენებლობა სოფელ კაპრეშუმში დაიწყება, რომლისთვისაც პირვე ეტაპზე 400 000 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული პროექტი გარდამავალია.