დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან მერაბ კარანაძესთან და ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარესთან ჯუმბერ ბერიძესთან ერთად სოფელ კირნათში საბავშვო ბაღი გახსნა.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სამ ჯგუფზეა გათვლილი. მშენებლობა 2014 წელს დაიწყო, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 598 413 ლარი დაიხარჯა. შენობა უზრუნველყოფილია ახალი ინვენტარით, ტექნიკით, სათამაშოებით და წიგნებით. ბაღში დასაქმდა 24 ადგილობრივი.


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ამჟამად 15 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. 3 საბავშვო ბაღი უკვე აშენდა (მახინჯაური,ფერია, ხელვაჩაური) , 1 ბაღი კი სოფელ ორთაბათუმში შენდება.
2013-2016 წლებში - კეთილმოწყობის ღონისძიებებისათვის, ბაღებისა და სკოლების მშენებლობა- რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდამ 4 439 838 ლარი დაიხარჯა.