შარაბიძეების თემში სოფელ ერგეში სასმელი წყლის ახალი მილები დამონტაჟდა. მილები 102 მეტრის მანძილზე შეიცვალა. სასმელი წყლის მილების შეცვლის პროცესს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იოსებ ბოლქვაძე, შარაბიძეების მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში დავით სამნიძე და უფროსი სპეციალისტი ადმინისტრაციულ ორგანობთან ურთიერთობაში ტარიელ ბერსანიძე ესწრებოდნენ.