10 ივლისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც განხილული იქნა საბჭოს გასული შეხვედრების შედეგები.

ერთობლივი ძალებით მოგვარდა შშმ პირებზე ადაპტირებული ტრანსპორტით მომსახურების საკითხი და უკვე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან, კულტურისა და სპორტის ცენტრებთან და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებთან შშმ პირები ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებით გადაადგალდებიან.

შეხვედრაზე აჭარის შშმ პირთა მხარდაჭერისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრმა წარმოადგინა ერთწლიანი მუშაობის შედეგები. ასევე, განხილული იქნა ჯანდაცვის, კულტურისა და განათლების მიმართულებით არსებულ პროგრამებში ცვლილებების შეტანის ინიციატივები.