შპს "ხელვაჩაურის წყალკანალის" წყლის სათავე ნაგებობების დეზინფექტორ-ოპერატორები 2017 წლის აპრილიდან ფლობენ დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ გაცემულ სერტიფიკატებს. დეზინფექტორ-ოპერატორები სისტემატურად ახორციელებენ სათავე ნაგებობების რეცხვა/წმენდას. მუნიციპალიტეტში არსებულ წყლის სათავე ნაგებობებზე დაწყებულია წვეთოვანი საქლორაციო სისტემების მოწყობა.