დღეს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოზე ახალგაზრდა პოეტებმა, მწერლებმა და მომღერლებმა ერთმანეთს საკუთარი შემოქმედება გაუზიარეს. საღამოზე მოწვეული იყო საქართველოს მწერალთა კავშირის, მთარგმნელთა კლუბისა და საერთაშორისო მწერალთა ასოციაციის წევრი, მწერალი, წიგნის ,,ციგრიტი" ავტორი-თამარ ნიკურაძე.
შემოქმედებით საღამოზე ახალგაზრდებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები, ჩანახატები და შეასრულეს მუსიკალური ნაწარმოებები.
საღამოს ესწრებოდნენ პოეტები: ნანო შაინიძე და ნატალი სხალთელი.
შემოქმედებით საღამოზე სხვადასხვა ნაწარმოებით წარსდგა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 50 ახალგაზრდა