ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ღონისძიებათა ფარგლებში დაგეგმილია შემეცნებითი ტურის ორგანიზება თემაზე: ,,სოციალური პასუხისმგებლობა".
საინფორმაციო ტრენინგს და აქტივობებს აღნიშნული თემის ირგვლივ წარუძღვებიან ახალგაზრდობის ცენტრის თანატოლგანმანათლებელი ახალგაზრდები.
ტური იქნება ერთდღიანი და განხორციელდება თებერვლის თვეში.
(ზუსტი თარიღისა და დროის შესახებ გეცნობებათ შეტყობინების სახით).
კვება, ტრანსპორტირება და ინსტრუქტორის მომსახურების ხარჯი დაფინანსებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით.

მონაწილეთა რეგისტრაცია იწარმოებს 2020 წლის 19 თებერვლამდე.
ტურის მონაწილეების შერჩევა მოხდება აპლიკაციების გადარჩევის საფუძველზე.
ტურის მონაწილე აუცილებლად უნდა იყოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა ან/და ხელვაჩაურში მდებარე საჯარო სკოლის მოსწავლე. (დაიშვებიან ყოფილი დაბა ხელვაჩაურის მაცხოვრებლებიც).
მონაწილეთა ასაკი:17 დან 21 წლამდე.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე (სარეგისტრაციო ბმული)