აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან გრძელდება.

დღეს, შეხვედრები შარაბიძეების, აჭარისწყლის და მაჭახლის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასთან გაიმართა.

2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, ხელვაჩაურის მერთან ერთად, მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ილია ნაკაშიძემ, პარლამენტის დეპუტატებმა მუხრან ვახტანგაძემ და სვეტლანა კუდბამ, აჭარის არ ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მამუკა თურმანიძემ.

მოსახლეობის მთავარ პრიორიტეტს კვლავ სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება, გზების მოწესრიგება და მიწის დაკანონების საკითხი წარმოადგენდა.

სახელისუფლებო გუნდის შეხვედრები მოსახლეობასთან მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად გაიმართება.