მერიის სააქტო დარბაზში ხელვაჩაურის მცირე მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება გენდერული თანასწორობის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, რომელშიც 11 მცირე მეწარმე იყო ჩართული.

ნაჩვენები იქნა სპეციალური ვიდეოკოლაჟი მეწარმეების საქმიანობის შესახებ. შეხვედრაზე მეწარმეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება, აქტიური მეწარმეები ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

მიზნობრივი პროგრამა მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ამოქმედდა.
პროგრამის მიზანი მუნიციპალიტეტში მცხოვრები და მოღვაწე მცირე მეწარმეების ხელშეწყობა და საზოგადოებისათვის მათი საქმიანობის გაცნობა იყო.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახმა“ და მიზნობრივმა პროგრამამ გენდერული მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქალი მეწარმეების წარმოჩენაში, ამის დასტურია პროგრამის ფარგლებში განხორციელებული არაერთი პროექტი.