ამ წუთებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა მიმდინარეობს.
2018 წლის აპრილიდან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში არასამთავრობო ორგანიზაციები „აგროსერვისი“ და„სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტი“ ახორციელებენ საინფორმაციო კამპანიას სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ფარგლებში.
კამპანიის მიზანია აჭარის ა/რ-ში მცხოვრებ ახალგაზრდებს გააცნოს პროგრამის პირობები, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს კვალიფიციური განაცხადების მომზადებაში, იდეის სწორად ფორმირებაში და ბიზნესის განვითარებაში.
პროექტის მიზანია რეგიონებში ეკონომიკური ზრდის გაძლიერება და ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობა ფინანსური და ტექნიკური დახმარებისგ ზით. „ახალგაზრდა მეწარმე“ პროგრამა ითვალისწინებს საგრანტო თანადაფინანსებას ანუ მთლიან საინვესტიციო პროექტში 40% არის გრანტი არა უმეტეს 60 000 ლარი, ხოლო პროგრამით დაინტერესებული პირის ფინანსური თანამონაწილეობა არის 60% ანუ არანაკლებ 90 000 ლარი.