მერის მოადგილეებმა მერიის თნამშრომლებთან ერთად KFW-ს პროექტის რეგიონალურ წარმომადგენლებთან და კონსულტანტებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე განიხილეს ერგეს, ჯოჭოს და წიფლნარას წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის საკითხები და მოისმინეს კონსულტანტების რეკომენდაციები.

პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ სოფლებში არსებული წყლის მაგისტრალისა და სამარაგო აუზების რეაბილიტაციას, ასევე საჭიროების შემთხვევაში დამატებით წყლის დებეტის მოძიებას და რეზერვუარების მშენებლობას.

პროექტის მომზადება მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო მისი განხორციელება 2021 წლიდან დაიწყება.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 200 000 ევროს შეადგენს.