ანა ბარათაშვილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, ის სოფელ სალიბაურში ცხოვრობს, მიუხედავათ ანას ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ის ძალიან აქტიურია, მუშაობს საკუთარი თავის განვითარებაზე, სწავლობს უცხო ენებს, ანას გამოცემული აქვს წიგნი სახელწოდებით"სიყვარულის ზღაპარი". ჟურნალ ,,განსაკუთრებული"-ში, რომელიც თვეში ერთხელ გამოდის, აქვეყნებს სტატიებს ცნობილ ადამიანებთან. ანა ბარათაშვილს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე გურანდა დოლიძე საკრებულოს წევრებთან დავით სამიძესთან და თეიმურაზ შამილაძესთან ერთად ეწვია და ანას თხოვნები მოისმინა. შეხვედრაზევე გადაწყდა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრში მალე ანას წიგნის პრეზენტაცია და განხილვა მოეწყობა. რიგი ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლებიც ანას საცხოვრებელი სახლის მისასვლელთან დაფიქსირდა მერიის ადმინსტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობების განყოფილების სპეციალისტმა გელა ცინცქილაძემ მოინიშნა, რათა სამომავლოდ შესაძლებელი გახდეს მათი მოგვარება.