სოფელ ზედა ჩხუტუნეთში ,,საზაფხულო ბანაკი 2019“ პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით გალა კონცერტი გაიმართა.

ახლაგაზრდული პროგრმა მიმდინარე წლის 11 ივლისს დაიწყო. ამ პერიოდში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჯამში 1350-მა ახალგაზრდამ მოინახულა მაჭახელას ხეობის ულამაზესი ბუნება და ღირშესანიშნაობები.

გარდა საექსკურსიო ტურებისა, პროექტში გათვალისწინებული იყო სხვადასხვა სახის ინტელექტუალური და გასართობი აქტივობები.

პროგრამა ა(ა)იპ ,,დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებასთან (ICSU) თანამშრომლობითა და თანადაფინანსებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა