დღეს, 13:00 სთზე, ხელვაჩაურის საბავშვო ბაღის დარბაზში გაიმართა პროექტის ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითის“ პრეზენტაცია.

პროექტის მიზანია მოქმედი ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტისა“ და ,,აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის“ უკეთ გააზრება; ბავშვის ფიზიკური და ემოციური განვითარების უზრუნველყოფა; ხარისხიანი სააღმზრდელო პროცესის გააზრება; ხელშემწყობი გარემოს შექმნა ხარისხიანი სააღმზრდელო პროცესის წარმართვისათვის; ბავშვზე ორიენტირებული მიდგომა; წარმატების მაგალითების გასაჯაროება, პოპულარიზაცია და გამოყენება სხვა ბაღში;

პროექტში მონაწილეობისათვის საბავშვო ბაღი ავსებს განაცხადის ფორმას (იხ.დანართი) და 2019 წლის 14 თებერვლამდე წარადგენს ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში, რომელიც შემდგომში ერთობლივად წარმოადგენს ყველა განაცხადს.

პროექტს შეაფასებს და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს დარგში ჩართული სპეციალისტები; პროექტში ჩართული ბაღის გუნდი წახალისდება შესაბამისი სახის სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით.

პროექტის ინიციატორია მერიის განათლების და კულტურის სამსახური, ხოლო მხარდამჭერი ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანება.