დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ილია ნაკაშიძის ინიციატივითა და ორგანიზებით საქართველოს ორგანულ კანონში „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, პარლამენტის წევრი ოთარ დანელია, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში მერაბ კარანაძე, მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე ესწრებოდნენ.