ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით სარფში არსებული ტურისტული ობიექტების მოწესრიგება გრძლედება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა სარფის ცენტრში მდებარე ანდრია პირველწოდებულის ქანდაკება და ჩანჩქერი მოინახულა, სადაც შენიშვნები გამოთქვა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ა(ა)იპ ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურის თანამშრომლებს დაუყონებლივ ქანდაკების გარეცხვა, გაღებვა და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება მოთხოვა. დღეს მთელი დღის განმავლობაში ობიექტზე სამუშაოები მიმდინარეობდა.
ტურისტული ობიექტის მოწესრიგებას შესაბამისი სამსახური სავარაუდოდ ხვალ დაასრულებს.