დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ჯუმბერ ვარდმანიძე წარუძღვა. შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პრობლემური საკითხები და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. განხილული საკითხები ძირითადად მოიცავდა სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებს.
სხდომას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.