აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ხელვაჩაურის მერიაში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და სამსახურის უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობის გეგმებზე, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ სტრატეგიაზე და საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობაზე.
სამუშაო შეხვედრისას განიხილეს საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობა, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებაში მუნიციპალიტეტის ჩართულობა.
აჭარის საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავების გარდა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობები მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებას და ექსტენციის განხორციელებას უზრუნველყოფენ.
ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით მთავრობის თავმჯდომარემ მერიის წარმომადგენლებს მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდა, ტურისტული და ინფრასტრუქტურული ობიექტების დროული მოწესრიგება დაავალა.
შეხვედრაზე განიხილეს სტანდარტები, რომელთა შესრულება აუცილებელი იქნება პოსტკრიზისულ ეტაპზე.