დღეს საკრებულოს იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრები სოფელ ფერიაში მოსახლეობას შეხვდნენ და მათთან კონსულტაციები გამართეს.
შეხვედრის მიზანი იყო ფერიაში მე-16 ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის განცხადების განხილვა- შესწავლა და მათთან კონსულტაციების გამართვა.

მოქალაქეები ფერიის მე-16 ქუჩაზე სოფლის მკვიდრის დაუთ ასამბაძის სახელის მინიჭებას მოითხოვენ.
დაუთ ასამბაძე გასულ საუკუნეში მოღვაწეობდა, მუშაობდა ძალოვან სტრუქტურებში სხვადასხვა თანამდებობებზე. ის ხალხის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა, 1937 წელს გატარებული რეპრესიების დროს ის თანამემამულეთა უფლებებს იცავდა.
მოსახლეობასთან კონსულტაციების შემდეგ საკრებულოს იურიდიული და საპროცედურო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია მე-16 ქუჩაზე დაუთ ასამბაძის სახელის მინიჭება.