ორთაბათუმის თემში შემავალ სოფლებში მიმდინარე და უკვე დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარსანიძემ, ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იოსებ ბოლქვაძემ, ორთაბათუმის მაჟორიტარმა ბადრი ცინცქილაძემ და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ მინდია დიასამიძემ დაათვალიერეს.
თემში აქტიურად მიმდიანარეობს გაბიონების, ფერდამცავი კედლებისა და შიდა სასოფლო გზების დასხმის პროცესი.
საკრებულოს უმრავლესობა პერიოდულად ახორციელებს თემებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროულად დასრულების მონიტორინგს.