საკრებულოს წევრები სულხან დუმბაძე და მინდია დიდმანიძე სოფელ თხილნარში, მახოსა და ჭარნალში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეწვივნენ და შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს. დეპუტატებმა 8 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს საახალწლო ტკბილეული და სურსათი გადასცეს.