ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა.
ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის 11 წევრიანმა საორგანიზაციო კომისიამ, დავით გაბაიძის თავმჯდომარეობით, დამსწრე საზოგადოებასთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები განიხილა.
საკანონმდებლო ცვლილებების მიღება ჩვენი ქვეყნის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთაა განპირობებული.