ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 2017 წლის 18 სექტემბერს დაიწყება. სააღმზრდელო პროცესი 15 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში განახლდება.

ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებში ამ ეტაპზე 1605 აღსაზრდელი ირიცხება. პარალელურად კი მიმდინარეობს პატარების რეგისტრაციის პროცესი.
მიმდინარე წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 3 (მახინჯაური, ფერია, ხელვაჩაური) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გახსნაა დაგეგმილი.