დღეს მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახში იურიდიული დახმარების სამსახურის ინიციატივით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

იურიდიული დახმარება;
ადმინისტრაციული სამართლდარღვევის საქმეები;
არანებაყოფილობითი ფსიქიატრიული დახმარება;
სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები;
სავარაუდო მსხვერპლი ქალებისათვის ეს ის საკითხებია რის შესახებაც უფასო იურიდიული სამსახურის კონსულტანტებმა ისაუბრეს.აღნიშნულ სერვისს დაინტერესებულ მოქალაქეებს იურიდიული დახმარების სამსახური უფასოდ სთავაზობს.
შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე გურანდა დოლიძე და მუნიციპალიტეტში დასაქმებული საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა მერის მრჩეველის გენდერულ საკითხებში მაგდანა მალაყმაძის ორგანიზებით მოეწყო.