მიმდინარე წლიდან მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შევსებული კითხვარების მიხედვით განისაზღვრება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის №461 ბრძანების შესაბამისად პრიორიტეტების დოკუმენტი შემუშავდება მოსახლეობის უმრავლესობის გამოკითხვისას დასახელებული პრიორიტეტების შესაბამისად. 37 ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი მინიმუმ 20 ოჯახს წარუდგენს ანკეტას. ყველა დოკუმენტაციის მერიაში წარმოდგენის შემდეგ კი შესაბამისი სამსახური აღნიშნულ ინფორმაციას დაამუშავებს.