ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე მოადგილესთან ზვიად ხალვაშთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ორთაბათუმში განხორციელებულ ფერდსამაგრ სამუშაოებს გაეცნო. დღეის მდგომარეობით არსებული ინფორმაციით მუნიციპალიტეტში 75-მდე ფერდსამაგრი კედლის მოწყობა მიმდინარეობს, 30 ობიექტზე კი სამუშაოები უკვე დასრულებულია. 2017 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია 100-ზე მეტი ფერდსამაგრი სამუშაოს განხორციელება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 850 000 ლარია გამოყოფილია.