8-11 ივლისს ორთაბათუმის მაჟორიტარი ბადრი ცინცქილაძე ორთაბათუმის თემში შემავალ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე საკრებულოს წევრმა მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული, კულტურულ-საგანამანათლებლო და სხვა სოციალური მიზნობრივი პროგრამები გააცნო და მათში მოახლეობის ჩართვის კრიტერიუმებზე ესაუბრა. მაჟორიტარი სოფლებში წინსვლა, მასაურა, სალიბაურსა და ჩელტაში არსებული პრობლემებს გაეცნო.