დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში აჭარაში ნულოვანი ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახა ფუტკარაძე.
პროგრამის აქტივობათა გაცნობის მიზნით შეხვედრას ესწრებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები, პირველადი ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო პერსონალი და სოფლის სამედიცინო პუნქტების ექთნები.
შეხვედრაზე დაიგეგმა პირველადი ღონისძიებების ჩატარების მოცულობა, მიზნები, ჩატარების ადგილი და განხორციელების გზები.
ნულოვანი ტუბერკულოზის პროგრამა საპილოტოა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი აქტიურად არის ჩართული მის განხორციელებაში.