06 ნოემბერს, მუნიციპალიტეტის მერმა - ჯუმბერ ვარდმანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ნადიმ ვარშანიძემ, აჭარის ა რ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სულხან მოწყობილმა, და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში (USAID / CENN WMTR II), რომელსაც ახორციელბს CENN, კოორდინატორმა აჭარის რეგიონში - კახაბერ გუჩმანიძემ, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად 4 ლოკაციაზე გახსნეს ნარჩენების სეპარარირებული შეგროვების სტენდები (სეპარაციის სტენდები).
კახაბერ გუჩმანიძემ - ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ CENN აჭარის რეგიონის მასშტაბით მუშაობს და აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობას, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს რეგიონის მდგრად განვითარებას, აღინიშნა, რომ პროექტის ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში პროექტმა - ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში მუნიციპალიტეტეს გადასცა 4 ერთეული სეპარაციის სტენდი, რომლის ინსტალაციასაც ასევე უზრუნველყოფს პროექტი, ლოკაციები შერჩეული იქნა მერიასთან უშუალო კოორდინაციით.
მერმა განაცხადა - დიდია USAID - ის მისიის როლი რეგიონის განვითარების საქმეში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაცია CENN - ი ამ კუთხით ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგას. ჯუმბერ ვარდმანიძემ - ისაუბრა განხორციელებული საქმიანობებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, ასევე ხაზი გაუსვა მუნიციპალიტეტში სეპარაციის პრაქტიკის დანერგვის კუთხით გასატარებელ და დაგეგმილ ღონისძიებებს. აღინიშნა ის როლი, რომელიც მუნიციპალიტეტს აკისრია ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის გაფართოებისა და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით.
აჭარის ა რ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ - სულხან მოწყობილმა ისაუბრა იმ სამომავლო მხარდაჭერასა და თანადგომაზე, რომელიც განხორციელდა და ასევე შესალებელია გაწეული იყოს USAID-ის მიერ WMTR II პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით.
სულხან მოწყობილმა ასევე აღნიშნა, რომ სამინისტრო ყოველთვის მზადაა მაქსიმალური ძალისხმევა გაიღოს და ხელი შეუწყოს საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას რეგიონში.