ხელვაჩაურის მერიაში მუნიციპალიტეტში მოქმედი ამბულატორიებისათვის ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტების გადაცემა მიმდინარეობს.

მედიკამენტების ნუსხა აჭარის მთავრობის ჩართულობით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომედაციით შეიქმნა. შეძენილ მედიკამენტებს პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმები მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, მარტოხელა პენსიონერებზე და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე საჭიროების მიხედვით გაწერენ.