8-9 ივლისს შარაბიძეების თემის მაჟორიტარი საკრებულოს წევრი დავით სამნიძე მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სპეციალიტებთან ერთად სოფელ ვარშალომიძეებსა და სატეხიაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სოფლებში არსებულ პრობლემებზე და მათ მოსაგვარებლად კონსულტაციები გაიმართა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სოფელ ვარშალომიძეებში შიდა სასოფლო გზის დარჩენილი მონაკვეთები უახლოეს მომავალში დაბეტონდება.