საქართველოს გმირის, კაპრალ მინდია აბაშიძის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა. დღეს ქართველი გმირი სოფელ თხილნარში გაიხსენეს. მინდია აბაშიძის ხსოვნას პატივი ახლობლებთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენლებმა მიაგეს.

მინდია აბაშიძე მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. იგი 2012 წლის ავღანეთში სამშვიდობო მისიის ფარგლებში საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს დაიღუპა.