ჯუმბერ ვარდმანიძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა, შეხვედრას მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ მერთან ერთად განიხილეს სოფლებში არსებული პრობლები და მათი გადაჭრის გზები დასახეს. დღესვე, მერმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესების განხილვის მიზნით მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან გამართა სამუშაო შეხვედრა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მოისმინა მერის მოადგილისა და სამსახურის უფროსების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ და პრობლემურ საკითხებზე დროული რეაგირების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.