დღეს, მერმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენების განხილვის მიზნით მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ჯუმბერ ვარდმანიძემ მოისმინა მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების მიერ მოწოდებული ინფორმაცია შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ და გასცა შესაბამისი მითითებები პრობლემური საკითხების დროულად აღმოფხვრის მიზნით. დღესვე, მერმა მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები მიიღო. შეხვედრაზე ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან და სოციალური პროგრამების მართვის განყოფილების უფროსთან ერთად მოისმინეს არსებული პრობლემური საკითხები და მათი გადაჭრის გზები დასახეს.