მუნიციპალიტეტის მერიამ ,,საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენის აღრიცხვისა და თუნუქით უზრუნველყოფის პროგრამის’’ ფარგლებში 134 180 ლარის ღირებულების 10 909 მ2 თუნუქის ფურცელი (შეღებილი ნაგლინის ფურცელი) შეიძინა.
სახურავი მასალა გაიცემა სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახებზე.
განმცხადებლის საცხოვრებელი სახლის სახურავის დაზიანების ხარისხს და გამოცვლის საჭიროებას მერიაში შექმნილი შესაბამისი კომისია დაადგენს.
პროგრამის ფარგლებში, თუნუქის ფურცლების შეძენა მიმდინარე წელს მეორედ ხორციელდება, მერიამ აპრილის თვეში უკვე შეიძინა 91 847 ლარის ღირებულების 7 407 მ2 თუნუქის ფურცელი, რომელიც 62 ბენეფიციარზე განაწილდა.